სტარ არ ჯი

სტარარჯი
თურქეთის უმსხვილესი კომპანიის STARWOOD_ის ინვესტიციით და საქართველო – თურქეთი – სომხეთის ერთობლივი პროექტით საქართველოში გაიხსნა ლამინირების ხაზის ქარხანა. რომელიც წარმოდგენილია შპს “სტარარჯი”_ს სახელით.  ამჟამად შპს «სტარარჯი» საქართველოში  უმსხვილესი  კომპანიაა,  რომელიც  ახორციელებს  მერქან- ბურბუშელოვანი და მერქან-ბოჭკოვანი ფილების ლამინირებას. ჩვენმა კომპანიამ 2007 წლიდან 6 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტირება განახორციელა ინდუსტრიის სფეროში და ბათუმში ააშენა თანამედროვე, გერმანული დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა. კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე, თავის სეგმენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ადგილი  უკავია და  სხვა  იმპორტირებულ საქონელს ხარისხით და ფასით  სერიოზულ  კონკურეციას  უწევს,  თუმცა  ის  ასევე  წარმატებით
ახორციელებს სავაჭრო საქმიანობას კავკასიისა და  შუააზიის ქვეყნებში  და  წარმოებული  პროდუქციის  60-70%  ექსპორტზე  გააქვს, სწორედ  ამიტომ  ფირმა “სტარარჯი”,  “აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის” მიერ დაჯილდოვდა, ახალი საექპორტო ბაზრების ათვისებისათვის, ასევე “საერთაშორისო  ინვესტორთა  ასოციაციის”  მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების  ცერემონიაზე  2010 წლის  საუკეთესო  ექსპორტიორ  კომპანიად  დაასახელეს.

ჩვენი 
მიზანია მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და მიღწეული შედეგების გაუმჯობესება.
ჩვენი პროდუქცია საინტერესოა არამარტო ავეჯის მწარმოებლებისათვის, არამედ სამშენებლო ფირმებისათვისაც,
ვინაიდან ჩვენ გვაქვს  პროდუქტი, რომელიც გამოიყენება მშენებლობაზეც.

ჩვენი მომსახურება  მოიცავს  თქვენს  მიერ  არჩეული  საქონლის  შეფუთვას და  დატვირთვას,  საჭიროების  შემთხვევაში  დაგეხმარებით ტრანსპორტის  მოძიებაშიც.  ჩვენ  გთავაზობთ  სხვადასხვა  ტიპის,  ზომისა  და  ფერის  საქონელს,  ხოლო  ქარხანაში  უწყვეტად მიმდინარეობს წარმოების პროცესი, რის გამოც შეიძლებ აითქვას, რომ ფაქტიურად არ იქმნება დეფიციტი რომელიმე დასახელების თუფერის საქონელზე.
შპს “სტარარჯი”_ში დასაქმებულთა უმრავლესობამ გაიარა პროფესიული გადამზადების პროგრამა “STARWOOD”_ის უმსხვილეს ქარხანაში და აიმაღლა კვალიფიკაცია, რის შემდეგაც დღეისათვის ქარხანაში არმუშაობს არცერთი მოწვეული უცხოელი სპეციალისტი და კადრები დაკომპლექტებულია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობით.